ტრენინგის მე-4 დღე დავიწყეთ გავლილი თემების და აქტივობების გახსენებით. ერთხელ კიდევ გადავავლეთ თვალი შესრულებულ მასალებს, დავაზუსტეთ ბუნდოვანი საკითხები. ამის შემდეგ გავეცანით დღევანდელი დღის განსახილველ თემებს: პროექტის მიმდინარეიბის პროცედურები და მოსწავლეთა შეფასების გეგმა. დეტალურად გავეცანით პროექტის მიმდინარეობის რომელ ეტაპზე, რომელი შეფასების რუბრიკებია უმჯობესი.
დავწერეთ ჩვენი პროექტის მიმდინარეობის პროცედურები და დავამზადეთ წინარე ცოდნის შეფასების მეთოდები და საშუალებები.
დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. განსაკუთრებით მომწონს ,შეფასების მეთოდების და რუბრიკების დანაწილება პროექტის სხვადასხვა ეტაპებისთვის.
No comments:
Post a Comment